საქართველოს თავმჯდომარეობით, ეუთოს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის დასკვნითი სხდომა გაიმართა
29 ივლისს ეუთოს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის (FSC) დასკვნითი სხდომა გაიმართა საქართველოს თავმჯდომარეობით. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, საქართველოს თავმჯდომარეობის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენდა დიალოგის ხელშეწყობა ეუთოს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საერთაშორისო სამართლისა და ჰელსინკის აქტის პრინციპების შესაბამისად.
საქართველოს თავმჯდომარეობით გაიმართა სამი უსაფრთხოების დიალოგი, რომლის ფარგლებში, ძირითადი აქცენტი გაკეთდა შეიარაღებული კონფლიქტისა და ოკუპაციის თემატიკაზე, ამ კონტექსტში ადამიანის უფლებების დარღვევების აღმოფხვრაზე, ქალებისა და გოგონების როლის გაძლიერებაზე სამშვიდობო პროცესში, უსაფრთხოების სამხედრო-პოლიტიკური ასპექტების შესახებ ეუთოს ქცევის კოდექსის იმპლემენტაციაზე.