ზელენსკი: იერიშებისას გამოიყენეს 70-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა და 280-ზე მეტი დრონი
By

ზელენსკი: იერიშებისას გამოიყენეს 70-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა და 280-ზე მეტი დრონი

„ეს რუსული ტერორი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსული სარაკეტო საფრთხისგან დაცვა ყველაზე მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს“, – ამ განცხადებით უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გასულ ღამეს რუსული ძალების მიერ უკრაინაზე განხორციელებულ იერიშებს ეხმაურება.

„გასულ ღამეს, დნეპროპეტროვსკის ოლქში, რადუშნეზე რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად, მშობლები და სამი შვილი დაიღუპა. ორი ​​ბავშვი ნანგრევებიდან ცოცხლად ამოიყვანეს. ლვოვში სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. იერიშებისას გამოიყენეს 70-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა და 280-ზე მეტი დრონი, მათგან 260-ზე მეტი ჩამოაგდეს“, – წერს ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, უკრაინის საბრძოლო ავიაციამ რუსული ძალების მიერ გაშვებული რაკეტების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამოაგდო.

„ჩვენი პარტნიორებისგან ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების მწვავე დეფიციტის ფონზე, ჩვენი მეომრები ნამდვილად წარმოუდგენელ შედეგებს აღწევენ. ჩვენმა პარტნიორებმა იციან, როგორ შეუძლიათ დახმარება. დახმარებისა და ანტიბალისტიკური რაკეტების მოწოდების დაგვიანება იმ ტიპის ნგრევასა და მსხვერპლს იწვევს, რასაც, სამწუხაროდ, დღეს ვხედავთ“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

 

 

  • No Comments
  • ივლისი 30, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *