მიხეილ სააკაშვილი: ჩამკეტეთ, რამდენიც გინდათ, მე გამოვალ ამ ციხიდან
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ იგი ციხიდან გამოვა და კვლავ დაბრუნდება ხელისუფლებაში. მისი თქმით, მასთან ერთად ხელისუფლებაში მოვა ახალი თაობაც.
„ ჩამკეტეთ, რამდენიც გინდათ, მე გამოვალ ამ ციხიდან. რაც უფრო დიდხანს მამყოფებთ, მით უფრო დიდია ალბათობა ამის. გამოვალ ამ ციხიდან, როგორც გამოვიდა ნელსონ მანდელა და პირდაპირ მოვიდა ხელისუფლებაში, როგორც ბრაზილიის დღევანდელი პრეზიდენტი გამოვიდა ციხიდან და გახდა პრეზიდენტი ისევ, როგორც მალაიზიის დღევანდელი პრემიერი პირდაპირ ციხიდან გახდა პრემიერი. თქვენ გააკეთებთ ამას, მოიტანთ „ვარდების რევოლუცია ორის“ როლს და ფუნქციას, ახალ ხელისუფლებას, მაგრამ ჩემი ფუნქცია არ არის ჩემი ხელისუფლებაში მოსვლა. ჩემი ფუნქციაა, ჩემთან ერთად მოვიყვანოთ სრულიად ახალი თაობა, სხვანაირად მოაზროვნე ადამიანები. ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში არა საკუთარი თავისთვის, არამედ იმისთვის, რომ აღვადგინოთ საქართველოს დამოუკიდებელი კურსი, სწრაფი განვითარება, თვალში გამოვახედოთ თითოეულ ქართველს. ჩვენ მოვიტანთ სამართლიანობას – ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ახალი მმართველობა არ იქნება მუდმივი რეპორტაჟით სასამართლოსა და ციხის კარებზე, ისევე, როგორც არ იქნება ნიუსი მორიგი ობიექტის დანგრევაზე, იქნება მხოლოდ აღმშენებლობა. იმ სიმახინჯესაც კი არ დავანგრევთ, რაც ივანიშვილმა და კალაძემ ჩადგეს თუნდაც ამ ქალაქში. არ ვივლით ერთსა და იმავე საშინელ წრეზე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.