გურამ მაჭარაშვილი ყოფილ პრეზიდენტზე – საკუთარი ასლის შექმნა უნდა, მაგრამ საკუთარ ასლზეც კი იეჭვიანა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ უკვე მზადდება ხელოვნური ინტელექტის ავატარი მისი გამოსახულებით, რომელიც მას ვიზუალურადაც ჰგავს და ლაპარაკობს, როგორც თავად.
აღნიშნულს ეხმაურება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ,,ხალხის ძალა“ თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი და აღნიშნავს, რომ სააკაშვილის ავატარის იდეა არასერიოზულია.
„ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები ალბათ, ჩანაწერებს აკეთებენ იმისთვის, თუ როგორ ქმნის საკუთარ ასლს სააკაშვილი, რათა მომავალმა თაობებმა არ დაკარგონ სააკაშვილის გადაწყვეტილება გაფრენა-აფრენის თაობაზე. ის მართალია საპყრობილეშია, მაგრამ ამბობს, რომ ამავდროულად გარეთ არის. შიგნითაც არის, გარეთაც არის. მოუნდება იტყვის, რომ დაპატიმრებული ვარ, მოუნდება იტყვის, არჩეული ვარ პრეზიდენტად, ან პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ. საკუთარი ასლის შექმნა უნდა, მაგრამ საკუთარ ასლზეც კი იეჭვიანა და თქვა, რომ ჩემზე უკეთესი იქნება, მაგრამ მე ვიქნებიო. აი, როგორ პიროვნებაზე გვეუბნება ევრობიუროკრატია, რომ თურმე საზოგადოებამ ხმა უნდა მისცეს,“ – აღნიშნა მედიასთან საუბარში გურამ მაჭარაშვილმა.