ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
By

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელმა იზაბელა კასტროჯოვანიმ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მემორანდუმი ეფუძნება მხარეთა მრავალწლიან პარტნიორობას და მიზნად ისახავს ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის გაგრძელებასა და შემდგომ გაღრმავებას, ასევე სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრას.

„თანამშრომლობა მოიცავს ბავშვის უფლებების თემატური მონიტორინგის მხარდაჭერას, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შესაძლებლობების გაძლიერებას, ბავშვის უფლებებისა და მათი დაცვის მექანიზმების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, აგრეთვე კვლევის, ადვოკატირების, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიმართულებით ერთობლივ საქმიანობას, რაც ხელს შეუწყობს ბავშვზე მორგებული და ინკლუზიური მიდგომების განვითარებასა და ბავშვის უფლებების დაცვის გაძლიერებას ქვეყანაში.

მიმდინარე წლის 5 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა 2026 წლის ერთობლივ სამუშაო გეგმასაც მოაწერეს ხელი. სამუშაო გეგმა წლის განმავლობაში განსახორციელებელ პრიორიტეტებსა და ღონისძიებებს განსაზღვრავს, ხოლო ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მხარეთა პარტნიორობის უფრო ფართო და გრძელვადიან ჩარჩოს ქმნის,“ – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

  • No Comments
  • ივლისი 31, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *