საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეს სრულდება
By

საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეს სრულდება

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის ბოლო ეტაპი დღეს სრულდება. ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნულ ეტაპზე ბავშვის რეგისტრაცია შესაძლებელია იმ საჯარო სკოლებში, სადაც ხელმისაწვდომია თავისუფალი ან წინა ეტაპების დასრულების შემდეგ გამოთავისუფლებული ადგილები.

საჯარო სკოლებში არსებული თავისუფალი ადგილების, ცვლებისა და სექტორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ონლაინპორტალზე – skolebi.emis.ge.

რეგისტრაციისთვის მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა სასურველ საჯარო სკოლაში უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და ბავშვის დაბადების მოწმობის ასლები.

  • No Comments
  • ივლისი 31, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *