ინფრასტრუქტურული სამუშაოები – ქობულეთში
By

ინფრასტრუქტურული სამუშაოები – ქობულეთში

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში აქტიურად მიმდინარეობს სასმელი წყლის ახალი ჭაბურღილების მოწყობის სამუშაოები. ინფორმაციას ქობულეთის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითარება და მოსახლეობისთვის ხარისხიანი სასმელი წყლის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

2026 წელს 13 სოფელში სასმელი წყლის სისტემების სრული რეაბილიტაცია განხორციელდება.

წყალმომარაგების ქსელის მოწყობისა და სასმელი წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციისთვის 2 465 850 ლარი დაიხარჯება,   სასმელი წყლის ჭაბურღილების მოწყობისთვის კი 925 017 ლარია გათვალისწინებული.

რეაბილიტირებული და გაუმჯობესებული წყალმომარაგების სისტემით 5 000-ზე მეტი ოჯახი ისარგებლებს.

  • No Comments
  • აგვისტო 12, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *