By
საჯარო უწყებებში ანაზღაურებად სტაჟირებაზე 247 ვაკანსია გამოცხადდა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით 247 ვაკანსია ცხადდება.
მათ შორის, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში ვაკანტურია 5 ვაკანსია:
- იურიდიული განყოფილება – 2:
- საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება – 2;
- მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება – 1.
სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის – www.vacancy.hr.gov.ge-ის მეშვეობით შეუძლიათ.
ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასა და მერიის დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში სტაჟირების პროგრამით 67 ვაკანსია ცხადდება.
ბათუმის მერიის მუნიციპალური ორგანიზაციები:
- შპს „სანდასუფთავება“ – 5
- შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ – 10
- ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო – 2
- ა(ა)იპ ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური – 1
- ა(ა)იპ ქ. ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტო – 2
- შპს „ბათუმის წყალი“ – 14
- ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია – 3
- ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების სააგენტო – 20.