მედალოსან კურსდამთავრებულებს ფულად ჯილდოს გადასცემენ
By

მედალოსან კურსდამთავრებულებს ფულად ჯილდოს გადასცემენ

ქედის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ წარმატებულ, ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეთა ხელშეწყობის პროგრამა 2023 წლიდან ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში წელს 26 მოსწავლე დაჯილდოვდა. 24-მა კურსდამთავრებულმა ოქროს მედალი, ხოლო ორმა – ვერცხლის მედალი მოიპოვა, რომლებსაც ქედის მუნიციპალიტეტის მერია  ერთჯერადად 600-800 ლარის ოდენობით ფულად ჯილდოს გადასცემს.

ქედის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები ქედის საჯარო სკოლების ოქროსა და ვერცხლის მედალოსან კურსდამთავრებულებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს განათლების, პროფესიული განვითარების, ცოდნისა და შესაძლებლობების რეალიზების მნიშვნელობაზე. ასევე, ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდების პროფესიულ ინტერესებზე არჩეული ფაკულტეტის მიმართ, ისაუბრეს დასახულ მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე.

მედალოსნებს მიესალმნენ და სტუდენტობა მიულოცეს ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ნადიმ ვარშანიძემ, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძემ, რესურსცენტრის უფროსმა დურმიშხან შავიშვილმა და მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსმა ეკატერინე ქაჯაიამ.

თამაზ მგზავრიძე

  • No Comments
  • სექტემბერი 9, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *