უკრაინა გეგმავდა დიდი ბრიტანეთის შეიარაღებულ კონფლიქტში ჩათრევას?
By

უკრაინა გეგმავდა დიდი ბრიტანეთის შეიარაღებულ კონფლიქტში ჩათრევას?

რუსეთის უშიშროების სამსახურის განცხადებით, უკრაინა მოსკოვში დიდი ბრიტანეთის ელჩის რეზიდენციაზე თავდასხმას გეგმავდა.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ცნობით, რუსეთის მოქალაქე დააკავეს, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის აგენტი იყო.

დაკავებულმა ეჭვმიტანილმა „ეფ-ეს-ბე“-ს განუცხადა, რომ 2026 წლის იანვარში უკრაინელ ბლოგერთან დმიტრო კარპენკოსთან კავშირი დაამყარა და უთხრა, რომ მოსკოვში დიდი ბრიტანეთის ელჩის რეზიდენციის დაცვაში მუშაობდა.

„ის ძალიან იყო დაინტერესებული ინფორმაციით იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობდა ბრიტანეთის საელჩოსა და ელჩის რეზიდენციის დაცვა. დაცვის თანამშრომლების რაოდენობა აინტერესებდა“, – განაცხადა დაკავებულმა დაკითხვაზე.

რუსეთის უშიშროების სამსახურში აღნიშნეს, რომ ეჭვმიტანილი უკრაინელ ბლოგერს საელჩოს თანამშრომლების შესახებ ინფორმაციას, ასევე, საელჩოს სატელეფონო ცნობარის ფოტოებს უგზავნიდა.

„ეფ-ეს-ბე“ -ს განცხადებით, უკრაინა მიღებული ინფორმაციის გამოყენებას მოსკოვში დიდი ბრიტანეთის ელჩის, ნაიჯელ კეისის წინააღმდეგ ტერაქტის მოსაწყობად და შემდეგ რუსეთის დადანაშაულებისთვის გეგმავდა, რათა დიდი ბრიტანეთი შეიარაღებულ კონფლიქტში ჩაეთრია.

 

  • No Comments
  • სექტემბერი 10, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *