By
მუნიციპალური ტრანსპორტი სტანდარტულ მოძრაობის რეჟიმზე გადადის
ბათუმის ავტოტრანსპორტი ჩვეულ სამუშაო გრაფიკს უბრუნდება. 14 სექტემბრიდან მუნიციპალური ტრანსპორტი საზაფხულო გრაფიკიდან სტანდარტულ მოძრაობის რეჟიმზე გადადის.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს 07:00-დან 23:00 საათამდე მოემსახურება. ბათუმის ავტოტრანსპორტი თხოვნით მიმართავს მოსახლეობას, მგზავრობის დაგეგმვისას გაითვალისწინონ ეს ცვლილება.