პროექტი წლის ბოლომდე დასრულდება
ქედის კულტურის ცენტრის შენობის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 4 650 000 ლარი გამოიყო. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები 2025 წელს დაიწყო და წელს დასრულდება. პროექტის ფარგლებში მოეწყობა სახანძრო უსაფრთხოების სისტემა, მოწესრიგდება ელექტრო გაყვანილობა, განათების სისტემა, შენობის გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის სისტემები. სცენაზე დამონტაჟდება თანამედროვე სტანდარტების გახმოვანება-განათების სისტემები, კედლები მოპირკეთდება აკუსტიკური ფილებით. საკონცერტო დარბაზი გათვლილი იქნება 276 მაყურებელზე.სადაც ახალი სავარძლები დაიდგმება. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.
შენობაში განთავსდება რაიონული ბიბლიოთეკა, სახელოვნებო სკოლა და ქედის კულტურის ცენტრის ადმინისტრაცია.
ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ, პირველ მოადგილე იმედა ვასაძესთან ერთად, დაბა ქედაში კულტურის ცენტრის შენობის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. მერთან ერთად იმყოფებოდნენ მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი გენადი ანანიძე, საკრებულოს წევრი ნაზიმ ჩხეიძე, მერის წარმომადგენელი დაბა ქედის ადმინისტრაციულ ერთეულში ქემალ სალაძე და ქედის კულტურის ცენტრის დირექტორი ჯამბულ სურმანიძე.
ცოტნე ცაბაძე