მონიტორინგი გრძელდება
ტყის რესურსების დაცვა, უკანონო ხე-ტყის მოპოვების პრევენცია და სატყეო ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის კონტროლი სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს უფროსი ელდარ ცინცაძე, სააგენტოს უფროსის მოადგილეები ავთანდილ მახარაძე და გიორგი ჯინჭარაძე, ასევე, სააგენტოს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და სტაჟიორები, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხაძირში, სააგენტოს დაქვემდებარებულ სატყეო ტერიტორიაზე, ტყის რესურსების დაცვისა და უკანონო ტყითსარგებლობის პრევენციის მიზნით განხორციელებულ მონიტორინგის ღონისძიებებს გაეცნენ.
ამ მიზნით, სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს მონიტორინგის სამსახური აჭარის მასშტაბით, სახელმწიფო ტყის ტერიტორიებზე, სისტემატურად ახორციელებს კონტროლს და აკვირდება ტყითსარგებლობის პროცესებს.
მონიტორინგის ფარგლებში ხდება შესაძლო დარღვევების გამოვლენა, მათ შორის, უკანონო ტყითსარგებლობის, უკანონო მშენებლობისა და ტყის ხანძრების რისკების პრევენცია, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება და კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირება.
მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ სატყეო ტერიტორიების კონტროლს. აღნიშნული სამუშაოები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება სატყეო ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის მუდმივი შეფასებისა და შესაძლო დარღვევებზე დროული რეაგირების მიზნით.
ცოტნე ცაბაძე