მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ
By

მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ

შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, მერის მოადგილე გიორგი კეკელიძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ფრიდონ ფუტკარაძე, ზამლეთელთა მაჟორიტარი შუახევის საკრებულოში გოჩა მიქელაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ზამლეთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდნენ, მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ.

შიდა საუბნო გზებზე ბეტონის საფარს აგებენ, მიმდინარეობს ფერდსამაგრი კედლებისა და მოსაცდელების მშენებლობა, სასმელი წყლის ავზების რემონტი.

სოფელ ბუთურაულში, აგვისტოს ომის გმირის იაგო მიქელაძის ხსოვნის უკვდავსაყოფად, საფლავის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები დაწყებულია. პროექტის ფარგლებში დამონტაჟდება გარე განათების სისტემა, განთავსდება სახელობითი დეკორატიული აბრა, გაკეთდება ფანჩატური.

თამაზ მგზავრიძე

  • No Comments
  • სექტემბერი 14, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *