შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა
By

შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა

ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში თამარ ივერის შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალის – „ბათუმური რაფსოდია“ და ვოკალისტთა მესამე საერთაშორისო კონკურსის „ოპერის ოქროს ხმა 2026“, დასკვნითი ღონისძიება და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ფესტივალი აჭარის კულტურის სამინისტროს საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია და მისი მიზანია ახალგაზრდა ვოკალისტთა მხარდაჭერა, მათი პროფესიული უნარების გაძლიერება, ასევე, საერთაშორისო სცენაზე წარმოჩენა, რეგიონის პოპულარიზაცია და კულტურული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა.

ფესტივალის დასკვნით საღამოს აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე პარლამენტის ვიცე-სპიკერ თეა წულუკიანთან, აჭარის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრო.

ფესტივალის ფინალურ ტურში საერთაშორისო ჟიურისა და დამსწრე საზოგადოების წინაშე საოპერო ნომრებით 16 ფინალისტი, მათ შორის, 4 ქართველი ვოკალისტი წარსდგა.

ფინალისტები დაჯილდოვდნენ სხვადასხვა პრიზით, დაწესებული იყო სპეციალური ჯილდოები, გამოვლინდნენ პირველი, მეორე და მესამე საპრიზო ადგილის მფლობელები.

პირველი საპრიზო ადგილი საერთაშორისო ჟიურის გადაწყვეტილებით, ირანის წარმომადგენელს გადაეცა.

წელს ფესტივალში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობამ 400-ს მიაღწია, საიდანაც პირველ ტურში 85 კონკურსანტი შეირჩა. კონკურსში მონაწილეობდნენ ახალგაზრდა მომღერლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, იტალიიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, აშშ-იდან, თურქეთიდან, სამხრეთ კორეიდან, ჩინეთიდან, უკრაინიდან და საქართველოდან.

 

  • No Comments
  • სექტემბერი 14, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *