საკადრო ცვლილებები – ფინანსთა სამინისტროში
By

საკადრო ცვლილებები – ფინანსთა სამინისტროში

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელად მამუკა ბარათაშვილი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელად კი მერაბ გამყრელიძე დაინიშნა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამსახურების ახლად დანიშნულ ხელმძღვანელებს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან ერთად შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა მათ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
მამუკა ბარათაშვილს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს. მათ შორის, 2020-2021 წლებში იგი იყო სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, 2011-2020 წლებში ხელმძღვანელობდა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტს, სხვადასხვა პერიოდში, ასევე, იყო შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსი, იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
მერაბ გამყრელიძეს ამ დრომდე შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა. მას საგამოძიებო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა წელს იყო საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს უფროსი, საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, ასევე, ეკავა სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს უფროსის მოადგილის თანამდებობა, მუშაობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოზიციაზე.

  • No Comments
  • სექტემბერი 14, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *