By
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ახალი სააღმზრდელო წელი დაიწყო
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ცეცხლაძე, მოადგილესთან და ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, მე-3 საბავშვო ბაღში იმყოფებოდა, სადაც პატარებს სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა.
მიმდინარე წელს 22 საბავშვო ბაღში განახლდა სააღმზრდელო წელი. 7 ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. საბავშვო ბაღებში 1917 ბავშვია რეგისტრირებული.
სააღმზრდელო წლის დაწყება პატარებს ასევე, მიულოცეს ქობულეთის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა და ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ. ინფორმაციას ქობულეთის მერია ავრცელებს.