პრემიერ-მინისტრმა კულტურის მინისტრად მაია ბითაძე წარადგინა
By

პრემიერ-მინისტრმა კულტურის მინისტრად მაია ბითაძე წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე კულტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ბითაძე წარადგინა.

,,მაია ბითაძეს საზოგადოებაში განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. ხაზს გავუსვამ იმას, რომ ქალბატონ მაია ბითაძეს აქვს მართვის განსაკუთრებული და მრავალწლიანი გამოცდილება. მრავალი წლის განმავლობაში ის იკავებდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობას, მათ შორის, იყო გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე, ასევე, გახლდათ ქალაქ თბილისის მერის მოადგილე, გარკვეული ხნის განმავლობაში კურირებდა კულტურის მიმართულებასაც. 2020 წლიდან ქალბატონი მაია ბითაძე არის საქართველოს პარლამენტის წევრი და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, მაია ბითაძე ამ დრომდე პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. იგი 2011-2017 წლებში – საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის, 2017-2020 წლებში კი თბილისის მერის მოადგილე იყო.

 

 

  • No Comments
  • სექტემბერი 15, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *