აჭარაში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოვლინდა
By

აჭარაში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 20 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.   ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდარღვევების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა დაახლოებით 1 360 000 ლარია.

მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

ყველაზე მეტი – 18 სამართალდარღვევა დაფიქსირდა იმერეთში. 13 ფაქტი გამოვლენილია გურიაში, 11- ქვემო ქართლში, 8 – აჭარაში, ასევე 8 – მცხეთა-მთიანეთში, 7-7 – შიდა ქართლსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში, 5 – კახეთში, 3 – სამცხე ჯავახეთში, 1 კი – რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში.

,,გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა   სამართალდამრღვევებს  40 ერთეული სპეციალური ტექნიკა ჩამოართვეს.

წიაღისეულის უკანონო მოპოვებით გარემოს დიდი ზიანი ადგება. მაგალითად, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების შედეგი შეიძლება იყოს: მდინარეების კალაპოტების დეფორმირება, ნაპირების ჩამონგრევა, ნიადაგის ეროზია, ასევე, დასახლებული პუნქტების დატბორვა, წარეცხვა, წყლის დონის კლება, ეკოსისტემების განადგურება.“- ვკითხულობთ ინფორმაციაში.

  • No Comments
  • სექტემბერი 17, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *