დავით მათიკაშვილი ოპოზიციაზე – მათ საზოგადოების არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნიათ
By

დავით მათიკაშვილი ოპოზიციაზე – მათ საზოგადოების არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნიათ

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან  ოპოზიციაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და  აღნიშნა, რომ  მათ საზოგადოების მხარდაჭერა არ გააჩნიათ.

როგორც მათიკაშვილმა განაცხადა, ოპოზიციის ქმედებები იმას ადასტურებს, რომ „საზოგადოებამ ეს აგენტურული ძალები ხელისუფლებაში არასოდეს არ უნდა დააბრუნოს“.

„უსაქმურები არიან, ზღვარს ქვემოთ დაშვებული რეიტინგით, უცხო ძალების ინტერესების გამტარებლები არიან. ეს ის აგენტურული ძალაა, რომელიც საბოლოო ჯამში, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აიკრძალება. მათ საზოგადოების არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნიათ. მათი ქმედებები იმას ადასტურებს, რომ საზოგადოებამ ეს აგენტურული ძალები ხელისუფლებაში არასოდეს არ უნდა დააბრუნოს“,- განაცხადა მათიკაშვილმა.

  • No Comments
  • სექტემბერი 17, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *