ზურაბ პატარიძე სოფიკო ჭიაურელის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო
By

ზურაბ პატარიძე სოფიკო ჭიაურელის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესთან, საქართველოს გენერალურ პროკურორ გიორგი გვარაკიძესთან და პარლამენტის წევრებთან ერთად, საქართველოს სახალხო არტისტის, სოფიკო ჭიაურელის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

უწყების ცნობით, აჭარის კულტურის სამინისტროს ჩართულობით და მხარდაჭერით გამართულ ღონისძიებაში ქართული სცენისა და მუსიკის ცნობილი წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ლეგენდარული მსახიობის ვაჟის, ნიკუშა შენგელაიას მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას ნიკოლოზ წულუკიძე უძღვებოდა, რომელმაც მაყურებელს სოფიკო ჭიაურელის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ აქამდე უცნობი და უნიკალური ისტორიები გააცნო. მაყურებლის წინაშე, ასევე, ცნობილი ქართველი მომღერლები, შემსრულებლები და ანსამბლები წარსდგნენ. საღამოს მუსიკალურ გაფორმებას ბენდი და ორკესტრი მაესტრო დავით მაზანაშვილის ხელმძღვანელობით უზრუნველყოფდნენ.

,,სოფიკო ჭიაურელის შემოქმედებითი მემკვიდრეობა ათობით გამორჩეულ როლს მოიცავს, მათ შორის, მსოფლიო დრამატურგიის არაერთ მნიშვნელოვან პერსონაჟს. მსახიობის ხელოვნება განსაკუთრებული ადამიანური სითბოთი გამოირჩეოდა, ხოლო მისმა ნიჭმა და მოღვაწეობამ ქართული ხელოვნების ისტორიაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა.

საღამოს ,,სოფიკო-90“ქალაქ ბათუმის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს, ადგილობრივი თვითმმართველობების, რეგიონის სხვადასხვა უწყების და სტრუქტურის წარმომადგენლები, აგრეთვე, მსახიობის ოჯახის წევრები, მეგობრები, მისი შემოქმედების თაყვანისცემლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ“, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

  • No Comments
  • ოქტომბერი 5, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *