აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
By

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაციკაძე ბათუმის მე-16 საჯარო სკოლაში მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ. ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, 5  ღვაწლმოსილი და 41 წარმატებული მასწავლებელი დაჯილდოვდა.
ღონისძიებების მიზანი მასწავლებელთა მრავალწლიანი, თავდადებული შრომის დაფასება და პროფესიული მიღწევების წახალისებაა.


,,პედაგოგებს ჯილდოები უმაღლესი საბჭოს წევრებმა, ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრმა – მაია ხაჯიშვილმა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის  მინისტრის მოადგილე – თამარ მახარაშვილმა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა გადასცეს.
მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, რესურსცენტრების ორგანიზებითა და აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

  • No Comments
  • ოქტომბერი 5, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *