მრჩეველთა საბჭოს წევრების წინადადებებზე დროულად რეაგირებენ
By

მრჩეველთა საბჭოს წევრების წინადადებებზე დროულად რეაგირებენ

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული მრჩეველთა საბჭოს მორიგ სხდომას, რომელიც 7 ოქტომბერს გაიმართა, მრჩეველთა საბჭოს 23 წევრიდან 18 ესწრებოდა.

სხდომა გახსნა და დამსწრეთ განსახილველი საკითხები გააცნო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან ნატარიძემ. იმსჯელეს მოახლოებულ ზამთრის სეზონთან დაკავშირებით მოსახლეობის მხარდამჭერი პროგრამების მიმდინარეობის, სოფლებში სამგზავრო ტრანსპორტის მომსახურებაში არსებული პრობლემებისა და მათი დაძლევის გზების, ტენდერებით შესრულებულ სამუშაოებზე კონტროლის გაძლიერების, დაბის მცხოვრებლებისთვის სასაფლაოს ტერიტორიის გამოყოფის შესახებ.

მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ სხდომის წევრებს აცნობა წინა სხდომაზე განხილული გამოწვევების დაძლევის მიზნით განხორციელებულ აქტივობებზე. აღნიშნა, რომ მრჩეველთა საბჭოს მიერ დასმული ყველა გამოწვევა და პრობლემა მერიის მხრიდან ყურადღებას იმსახურებს და ადგილობრივი თვითმმართველობა შეეცდება, მათი გადაწყვეტისათვის ძალისხმევა არ დაიშუროს.

სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ფრიდონ ფუტკარაძე, მერის მოადგილე გიორგი კეკელიძე, მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი ალიკო კეკელიძე.

ცოტნე ცაბაძე

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 8, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *