,,სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტზე უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს
By

,,სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტზე უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში,  დიდი ოდენობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.  ინფორმაციას  ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, სატრანსპორტო საშუალების სალონში წინასწარ მოწყობილ სამალავებში, სხვადასხვა დასახელების 8 ცეცხლსასროლი იარაღი, 4 ცალი საბრძოლო ვაზნა და 8 ერთეული იარაღის მჭიდი აღმოაჩინეს.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

  • No Comments
  • ოქტომბერი 15, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *