„ეფექტური კომუნიკაცია კიბოს სკრინინგის ხელშეწყობისთვის“
„ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ფარგლებში, ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში პირველადი ჯანდაცვის რგოლის წარმომადგენელთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე – „ეფექტური კომუნიკაცია კიბოს სკრინინგის ხელშეწყობისთვის“.

შეხვედრის მთავარი თემა იყო ძუძუს კიბოს სკრინინგის ხელშეწყობის პროცესში ეფექტური კომუნიკაციის და ოჯახის ექიმის როლის მნიშვნელობა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პაციენტებისთვის სკრინინგის მნიშვნელობისა და საჭიროების სწორად განმარტებას, იმ ფსიქოლოგიური და ინფორმაციული ბარიერების იდენტიფიცირებას, რომლებიც ხშირად აფერხებს პრევენციულ გამოკვლევებში მონაწილეობას, ასევე პაციენტებისთვის სამედიცინო სერვისების დროულად მიღების ხელშეწყობას.
შეხვედრას უძღვებოდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და კომუნიკაციების სამმართველოს წარმომადგენლები.