აჭარაში  წითელი ცირკულარით ძებნილი  თურქეთის  მოქალაქე დააკავეს
By

აჭარაში  წითელი ცირკულარით ძებნილი  თურქეთის  მოქალაქე დააკავეს

შსს ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. დაკავებული, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, ელექტრონულ მონაცემთა დამუშავების სისტემების, ბანკის ან საკრედიტო დაწესებულების გამოყენებით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით იძებნებოდა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს.

ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

  • No Comments
  • ოქტომბერი 19, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *