გრიგოლ გეგელია – საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არის შეუქცევადად დაზარალებული და გაჩერებული
By

გრიგოლ გეგელია – საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არის შეუქცევადად დაზარალებული და გაჩერებული

 

„ძლიერი საქართველო – ლელოს“ საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია „ქართულ ოცნებას“ საქართველოს ევროპული გზის ხელაღებით მოსპობაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით,  ამ დროისთვის ქვეყანაში რუსული მიზანი შესრულებულია. როგორც გეგელია აღნიშნავს, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია შეუქცევადად გაჩერებულია.

„რეჟიმმა აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არავითარი ევროპული ინტეგრაცია აღარ არსებობდეს. სამწუხაროდ, ამ მომენტისთვის რუსული მიზანი შესრულებულია, რადგან საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არის შეუქცევადად დაზარალებული და გაჩერებული. ერთადერთი, რაც პროცესის აღდგენას შეუწყობს ხელს, არის რეჟიმის და კურსის შეცვლა. სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ ყველა რეფორმის განხორციელება, რაც ადეკვატურ სახელმწიფოდ გადააქცევს საქართველოს; სწრაფი ტემპით ისევ ევროპული კავშირისკენ წასვლა და ნდობის აღდგენაზე ზრუნვაა, რომელიც „ქართული ოცნების“ რეჟიმმა ხელაღებით გააჩანაგა და მოსპო“, – აღნიშნა გეგელიამ მედიასთან საუბარში.

  • No Comments
  • ოქტომბერი 19, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *