ვახო სანაიას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
By

ვახო სანაიას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

ჟურნალისტ ვახო სანაიას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება, მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. სხდომას არ ესწრებოდა  თავად ჟურნალისტი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას ედავება.

ცნობისთვის,  ჟურნალისტი ვახო სანაია უკვე იყო 14-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში. მაშინ ის საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს.

  • No Comments
  • ოქტომბერი 19, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *