მრავალფუნქციური სივრცე შეიქმნება
By

მრავალფუნქციური სივრცე შეიქმნება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქედის მუნიციპალიტეტის მერ მამუკა თურმანიძესთან ერთად, დაბა ქედაში კულტურის ცენტრის შენობის რეაბილიტაციისა და დავით აღმაშენებლის ქუჩაზე ფერდსამაგრი კედლის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო.

პროექტი კულტურის ცენტრის  შენობის სრულ შიდა და გარე ფასადების რეაბილიტაციას ითვალისწინებს. განახლებულ შენობაში შეიქმნება მრავალფუნქციური სივრცე, სადაც სახელოვნებო სკოლა, ბიბლიოთეკა და კულტურის ცენტრის ადმინისტრაცია განთავსდება. მოეწყობა 300 მაყურებელზე გათვლილი დარბაზი, რომელიც თანამედროვე გახმოვანებისა და განათების სისტემებით აღიჭურვება. განახლებული ინფრასტრუქტურა ახალგაზრდებს შემოქმედებითი უნარების განვითარებისა და საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას მისცემს. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წელსაა დაგეგმილი.

დაბა ქედაში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მიმდინარე ფერდსამაგრი კედლის მშენებლობა მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს. სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება.

ზურაბ პატარაძე დაბა ქედის ფრიდონ ხალვაშის სახელობის ცენტრალურ პარკში ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარე მოქალაქეებს მათ საჭიროებებზე, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ქედის განვითარების შესაძლებლობებზე გაესაუბრა. შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, ახალგაზრდების მხარდაჭერასა და კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.

მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად სამუშაოებს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები გაეცნენ.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • ოქტომბერი 19, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *