მარკო რუბიო – დღეს უკრაინა არ იარსებებდა, რომ არა ის მილიარდობით დოლარის დახმარება, რომელიც აშშ-მა გაუწია
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, უკრაინა ვერ გადარჩებოდა ვაშინგტონის დახმარების გარეშე, რომელიც მას, როგორც ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს, ასევე ამჟამინდელი ადმინისტრაციის დროს აღმოუჩინეს.
„დღეს უკრაინა არ იარსებებდა, რომ არა ის დახმარება, მილიარდობით დოლარის ოდენობით, რომელიც შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია; ეს ეხება როგორც ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდს, ისე ამჟამინდელ ადმინისტრაციასაც“, – აღნიშნა რუბიომ.
ამასთან, მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ არ აღვნიშნოთ უკრაინელი მებრძოლების სიმამაცე.
„ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინელი მებრძოლების სიმამაცე არ უნდა გამოვყოთ; ისინი მართლაც უაღრესი სიმამაცით იბრძვიან თავიანთი ქვეყნისთვის და საოცარ რამეებს აკეთებენ, ჩვენგან მიწოდებული დახმარებით, ბევრად უფრო დიდი სახელმწიფოსგან თავის დასაცავად, თუმცა, მოდით, მკაფიოდ ვთქვათ: დღეს უკრაინა არ იარსებებდა, რომ არა ის დახმარება – მილიარდობით დოლარის ოდენობით, რომელიც შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია; ეს დახმარება ჯერ კიდევ ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში დაიწყო და ამჟამინდელი ადმინისტრაციის პირობებშიც გრძელდება“, – აღნიშნა რუბიომ.