უმაღლესი საბჭო სეზონური გრიპის საწინააღმდეგო საყოველთაო ვაქცინაციის კამპანიას შეუერთდა
By

უმაღლესი საბჭო სეზონური გრიპის საწინააღმდეგო საყოველთაო ვაქცინაციის კამპანიას შეუერთდა

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძემ, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა და აპარატის თანამშრომლებმა ჩაიტარეს.

ინიციატივა მიზნად ისახავს სეზონური გრიპის პრევენციას, ჯანმრთელობის დაცვასა და ვირუსის გავრცელებით გამოწვეული რისკების შემცირებას.

იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, ფრანგული წარმოების, სამკომპონენტიანი (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის Vaxigrip), სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.

აცრა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და ყველა მოქალაქისთვის უფასოდ არის ხელმისაწვდომი. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია მაღალი რისკის ჯგუფებისთვის, ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, ონკო-პაციენტებისთვის, ორსულებისთვის, 60 წლისა და უფროსი ასაკის პირებისთვის, სამედიცინო პერსონალისთვის, თავშესაფრებისა და პანსიონატების ბენეფიციარებისა და თანამშრომლებისთვის.

აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებსა და პოლიკლინიკებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი.

 

  • No Comments
  • ნოემბერი 2, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *