მარიამ ქვრივიშვილი Meituan-ის ვიცე-პრეზიდენტ მაო ფანგს შეხვდა
By

მარიამ ქვრივიშვილი Meituan-ის ვიცე-პრეზიდენტ მაო ფანგს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ციფრული პლატფორმის – Meituan-ის ვიცე-პრეზიდენტ მაო ფანგს შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს Meituan-ის ელექტრონული კომერციული პლატფორმის მეშვეობით ქართული პროდუქტის ჩინეთის ბაზარზე რეალიზაციის შესაძლებლობები, რაც დამატებითი სავაჭრო არხების შექმნასა და ექსპორტის ზრდას შეუწყობს ხელს. ამ მიმართულებით პოტენციურ პროდუქტებს შორის დასახელდა ქართული ღვინო, მინერალური წყლები, თხილი, წვენები და საკონსერვო პროდუქცია.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა ქმნის მყარ საფუძველს ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ახალი შესაძლებლობების განვითარებისთვის. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ჩინეთის ბაზრის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდისა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის თვალსაზრისით.

 

  • No Comments
  • ნოემბერი 5, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *