By
ლილე ბარამიძე საქართველოს ჩემპიონია
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, თბილისში, სასტუმრო „ბილტიმორში“ გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი 5, 6 და 7 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის, სადაც 88 მოჭადრაკე ასპარეზობდა.
აჭარიდან მასში ათი მოჭადრაკე მონაწილეობდა. ტურნირი შვეიცარიული სისტემით, 7 ტურად ჩატარდა.
შესანიშნავად იასპარეზა აჭარის ნაკრების წევრმა ლილე ბარამიძემ (მწვრთნელი – თორნიკე კალანდაძე), რომელმაც 7 ქულიდან 6,5 ქულა დააგროვა, რის შედეგადაც პირველი ადგილი და საქართველოს ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.
მანანა ძიძიშვილი