UNESCO-ს გადაწყვეტილებით, ფესტივალს ორგანიზაციის პატრონაჟი მიენიჭა
By

UNESCO-ს გადაწყვეტილებით, ფესტივალს ორგანიზაციის პატრონაჟი მიენიჭა

„ბათუმის 2026 წლის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალს“ UNESCO-ს გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, ორგანიზაციის პატრონაჟი მიენიჭა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრ ელისო ბოლქვაძეს ოფიციალური წერილით მიმართა.

UNESCO-ს პატრონაჟი წარმოადგენს ორგანიზაციის უმაღლესი დონის აღიარებას, რომელიც განსაკუთრებული კულტურული და სახელოვნებო მნიშვნელობის საერთაშორისო პროექტებს ენიჭება.

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული კულტურული ღონისძიება საქართველოში და რეგიონის სავიზიტო ბარათი გახდა.

ფესტივალი ყოველწლიურად აერთიანებს კლასიკური მუსიკის ქართველ და საერთაშორისო ვარსკვლავებს, ახალი თაობის ტალანტებს, რაც მათთვის წარმოადგენს მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას.

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი, საქველმოქმედო ფონდ „ლირას“ ბაზაზე, 2013 წელს დააფუძნა საერთაშორისო და სახელმწიფო პრემიების ლაურეატმა, UNESCO-ს მშვიდობის არტისტმა ელისო ბოლქვაძემ.

 

  • No Comments
  • ივნისი 22, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *