აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა სიაში 41 042 ფიზიკური პირია რეგისტრირებული
By

აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა სიაში 41 042 ფიზიკური პირია რეგისტრირებული

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე აკრძალულ პირთა სიაში დღეის მდგომარეობით, 1 576 664 პირის შესახებაა ინფორმაცია შეტანილი.

2026 წლის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციების შედეგად, დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 41 042 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 64 პირი, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე – 40 978 განაცხადი.
დამოკიდებულ პირთა და აკრძალულ პირთა რეესტრს (დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მოქალაქის შესახებ მონაცემების შეტანა) აწარმოებს შემოსავლების სამსახური.

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა რეესტრში მონაცემების შეტანა შესაძლებელია შემდეგი არხების გამოყენებით: დისტანციური რეგისტრაცია ავტორიზაციის გარეშე,  შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე. ეს ყველა დაინტერესებულ პირს აძლევს შესაძლებლობას, გაიაროს იდენტიფიკაცია სახის ამოცნობის დისტანციური სერვისით. მონაცემების შეტანამდე პირს დეტალურად მიეწოდება ინფორმაცია რეესტრში მონაცემების ასახვისა და შემდგომ მისი ამოღების წესებისა და პირობების შესახებ.

 

  • No Comments
  • მაისი 4, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *