ამაგდარებს – მადლობის სიგელები
By

ამაგდარებს – მადლობის სიგელები

ხულოს კულტურის ცენტრის ყოფილი დირექტორის ჯუმბერ აბაშიძისა და პოეტ ნანა შაინიძის ინიციატივით, ღონისძიება „ამაგდარს“ დაედო სათავე, რომელსაც ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ მხარი დაუჭირა. წელს მათი ორგანიზებით, ღვაწლმოსილი ადამიანებისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

ღონისძიებას ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე დაესწრნენ. ისინი მოწვეულ ამაგდარებს მიესალმნენ და მრავალწლიანი შრომისა და საზოგადოების წინაშე გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადეს.

ღონისძიების ფარგლებში, მუნიციპალიტეტში მცხოვრები 22 მოქალაქე მადლობის სიგელებით დააჯილდოვეს. დაჯილდოვდნენ ის პიროვნებები, რომლებმაც საკუთარი ცხოვრება ადამიანებზე ზრუნვასა და საზოგადოებრივ საქმიანობას მიუძღვნეს.

ღვაწლმოსილი ადამიანების პატივსაცემად, ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით, კონცერტი გაიმართა.

„მათი ღვაწლი არის მაგალითი მომავალი თაობებისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის. სწორედ ასეთი ადამიანების მრავალწლიანი შრომით, ერთგულებითა და პასუხისმგებლობით შენდება ძლიერი და განვითარებული საზოგადოება. მათ მიერ გაწეული საქმეები ფასდაუდებელია და განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს. გულწრფელ მადლობას ვუხდით ყველაფრისთვის, რაც ჩვენი მუნიციპალიტეტის წინსვლისა და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისთვის გააკეთეს“, – თქვა ვახტანგ ბერიძემ.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • აპრილი 27, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *