აჭარა – პოლონურ სამოგზაურო ონლაინ გამოცემაში
By

აჭარა – პოლონურ სამოგზაურო ონლაინ გამოცემაში

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, პოპულარულმა პოლონურმა სამოგზაურო ონლაინ გამოცემამ Onet Podróże აჭარის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა.

უწყების ცნობით, სტატიაში გამოცემა მკითხველს რეგიონის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებს, ეკოტურისტულ მიმართულებებსა და ბათუმში აქტიური დასვენების შესაძლებლობებს აცნობს.

გამოცემის შეფასებით, სანაპიროდან მცირე მანძილზე გადაადგილებაც საკმარისია, რომ მოგზაურმა სრულიად განსხვავებული აჭარა აღმოაჩინოს – მთებით, ჩანჩქერებით, ტყეებით, პანორამული ხედებითა და სალაშქრო მარშრუტებით.

 

  • No Comments
  • აგვისტო 25, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *