ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი დააკავეს
By

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1974 წელს დაბადებული მ.ი. დააკავეს.

მ.ი. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალადობის გამოყენებით ფულადი თანხის გატაცების ბრალდებით იძებნებოდა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მ.ი. ბათუმში დააკავეს.

ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

  • No Comments
  • აპრილი 22, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *