ბიუჯეტში მოსახლეობის საჭიროებები აისახება
By

ბიუჯეტში მოსახლეობის საჭიროებები აისახება

შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა.

შეხვედრაზე მიმდინარე წელს განხორციელებული სამუშაოები შეაჯამეს. ომარ ტაკიძემ მერიის  თითოეული სამსახურისა და ორგანიზაციის ხელმძღვანელისგან მოისმინა ინფორმაცია მიღწეული შედეგების, არსებული გამოწვევებისა და წლის ბოლომდე დაგეგმილი აქტივობების შესახებ.

შეხვედრის ძირითადი ნაწილი 2027 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრა- განხილვას დაეთმო.  დეტალურად განიხილეს გაისად განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები, ასევე, კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდული მიმართულებით განსახორციელებელი ღონისძიებები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საბიუჯეტო რესურსების ეფექტურ და მიზნობრივ განაწილებაზე.

შეხვედრის დასასრულს ომარ ტაკიძემ სამსახურის უფროსებსა და ორგანიზაციების თანამშრომლებს კონკრეტული დავალებები განუსაზღვრა. მისი განცხადებით, აუცილებელია, რომ 2027 წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში მაქსიმალურად აისახოს მოსახლეობის რეალური საჭიროებები, მუნიციპალიტეტის განვითარებაზე ორიენტირებული ინიციატივები და წინადადებები.

სამუშაო შეხვედრას მერის მოადგილეები მირიან აბაშიძე და გიორგი კეკელიძე ესწრებოდნენ.

თამაზ მგზავრიძე

  • No Comments
  • ნოემბერი 13, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *