ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს
ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ სტრუქტურული ერთეულების უფროსებთან და მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან ინდივიდუალური შეხვედრა გამართა ბიუჯეტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.
შეხვედრას მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძე და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ეკა გოგუაძე ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა წლის ბოლომდე დაგეგმილი პროექტებისა და ღონისძიებების ეფექტურად განხორციელებაზე და ფინანსური რესურსების მიზნობრივ გადანაწილებაზე. მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვის დროს, გამოიკვეთა მომავალი წლის ძირითადი პრიორიტეტები, მათ შორის, ინფრასტრუქტურული, სოციალური, ახალგაზრდული და კულტურული მიმართულებები. თითოეულმა სამსახურმა წარმოადგინა საკუთარი ხედვები და საჭიროებები, რომელთა გათვალისწინებითაც, 2027 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი ჩამოყალიბდება.
ცოტნე ცაბაძე