გრიგოლ გეგელია – „ქართული ოცნება“ არის ძალიან დიდ შარში მოხვედრილი უხარისხო სარჩელის დაწერის გამო
By

გრიგოლ გეგელია – „ქართული ოცნება“ არის ძალიან დიდ შარში მოხვედრილი უხარისხო სარჩელის დაწერის გამო

„ლელო-ძლიერი საქართველოს“  წევრმა  გრიგოლ გეგელიამ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ  „ქართული ოცნება“ არის ძალიან დიდ შარში მოხვედრილი სარჩელის დაწერის გამო.
„აბსურდის თეატრის გაგრძელებას ვუყურებთ. არ არსებობს არანაირი სამხილი, არანაირი არგუმენტი. „ქართული ოცნება“ არის ძალიან დიდ შარში მოხვედრილი იმ საკმაოდ უხარისხო სარჩელის დაწერის გამო. საკმარისია, ნებისმიერმა ადამიანმა, არაიურისტმა წაიკითხოს ეს ხუთგვერდიანი ბრალდება, რომ დაინახოს – ეს არის სრული ნონსენსი, აბსოლუტურად ყოველგვარ აზრს, სამართლებრივ, პოლიტიკურ თუ კეთილსინდისიერ აზრს მოკლებული პროზაული ტექსტი, რომელსაც არანაირი საერთო არ გააჩნია რეალობასთან, ამ ქვეყნის ისტორიასთან, რომელიც ამავე დროს ძალიან უხარისხოდ არის დაწერილი და შეიცავს მთელ რიგ წინააღმდეგობებს „ქართული ოცნებისავე“ პოლიტიკურ ლოგიკასთან და განცხადებებთან. ეს ყველაფერი იქნება მხილებული ძალიან მკაფიოდ და ნათლად ჩვენი მაღალკომპეტენტური იურისტების გუნდის მიერ“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

  • No Comments
  • ნოემბერი 13, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *