დავით მათიკაშვილი: საქართველო კეთილდღეობის პარამეტრებით ევროკავშირის ქვეყნებსაც კი ასწრებს
By

დავით მათიკაშვილი: საქართველო კეთილდღეობის პარამეტრებით ევროკავშირის ქვეყნებსაც კი ასწრებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ გამოქვეყნებულმა სტატისტიკამ და ანალიზმა კიდევ ერთხელ დაადასტურა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მოქმედების მართებულება. მისივე თქმით, ხელისუფლების მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯები, უზრუნველყოფს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას.

დავით მათიკაშვილმა უპასუხა კითხვას, რომლის მიხედვითაც, საქართველო კეთილდღეობის 2012 წლის შემდგომი 13-წლიანი პროგრესით, მსოფლიოში პირველ ადგილზეა და ახალ ისტორიულ მაქსიმუმს აფიქსირებს.
„ამ ქმედების შედეგია, რომ საქართველო კეთილდღეობის, თავისუფლების პარამეტრებით ასწრებს ევროკავშირის ქვეყნებსაც კი, არათუ მხოლოდ კანდიდატ სახელმწიფოებს. საქართველო რეიტინგში საკმაოდ მაღალ ნიშნულს იკავებს. ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ ქართველი ხალხის და საქართველოს მიმართ ევრობიუროკრატიის ქმედებები და შეტევა აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, თითიდან გამოწოვილია, ემსახურება არა ევროკავშირის ინტერესებს, არამედ სხვა გარე ძალების მიზნებს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

  • No Comments
  • ივლისი 21, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *