ერთობლივი პროექტების ხელშეწყობის საკითხები განიხილეს
By

ერთობლივი პროექტების ხელშეწყობის საკითხები განიხილეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ აშოტ სმბატიანს შეხვდა.

მათ სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განმტკიცების, ტურიზმის განვითარების და კულტურისა და განათლების სფეროებში ერთობლივი პროექტების ხელშეწყობის საკითხები განიხილეს.

ტურიზმის მიმართულებით ყურადღება გამახვილდა აჭარის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციაზე, ვიზიტიორთა ნაკადების ზრდის ხელშეწყობასა და პირდაპირი სატრანსპორტო მიმოსვლის განვითარებაზე.

მთავრობის ინფორმაციით, მხარეებმა ბიზნესწრეებს შორის კავშირების გაძლიერების, ინვესტიციების მოზიდვისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ამ პროცესში რეგიონებსა და ქალაქებს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების როლსაც.

ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის მრავალწლიანი კეთილმეზობლური ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა თანამშრომლობის გაფართოების მყარ საფუძველს ქმნის.

  • No Comments
  • ნოემბერი 4, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *