შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის პრეზიდენტს შეხვდა
By

შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ სადირ ჟაპაროვს შეხვდა.
მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და ყირგიზეთს შორის მეგობრული ურთიერთობები, განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის პოტენციალის სრულად ათვისების სარგებელზე. ამ კუთხით, ისაუბრეს სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებზე, როგორებიცაა ჩინეთ-ყირგიზეთ-უზბეკეთის რკინიგზა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი.
ხაზი გაესვა შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს ჩამოყალიბების მიზნით პარლამენტებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას.
შეხვედრა შედგა შალვა პაპუაშვილის ყირგიზეთის რესპუბლიკაში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაში არიან: ილია ინჯია – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე; დავით მათიკაშვილი – საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და საქართველო-ყირგიზეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი; დავით შერაზადიშვილი – სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; გიორგი ჭყონია – პარლამენტის წევრი და საქართველო-ყირგიზეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრი.

  • No Comments
  • ნოემბერი 4, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *