„ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ფარგლებში,
ხულოს მუნიციპალიტეტში, „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი ძუძუს კიბოს დროული დიაგნოსტიკის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება იყო.
ღონისძიება აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ გახსნა და კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრის განმარტებით, სახელმწიფო ასევე აფინანსებს ავთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობას, ქირურგიულ ჩარევას სრულად, ძვირად ღირებულ მედიკამენტურ მკურნალობას, ქიმიოთერაპიასა და სხივურ თერაპიას.

შეხვედრას ბათუმის საკრებულოს ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს თავმჯდომარე ნატალია ზოიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ და კამპანიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მოწვეული სტუმრის სტატუსით შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძე, რომელმაც „ვარდისფერი ოქტომბრის“ მნიშვნელობაზე და მოქალაქეების დროული ინფორმირებით საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვაზე, რეგიონის მთიანეთში მცხოვრები ქალბატონების მხარდაჭერასა და პრევენციული ღონისძიებების გააქტიურებაზე გააკეთა აქცენტი.
ძუძუს კიბოს წარმატებული მკურნალობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა დაავადების დროული გამოვლენაა.
ცოტნე ცაბაძე