ზელენსკი – უკრაინა მზადაა პუტინთან ომის დასასრულებლად მოლაპარაკებებისთვის
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აუდიომიმართვა გაავრცელა, სადაც იგი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე საუბრობს. მისი განცხადებით, უკრაინა მზადაა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ომის დასასრულებლად მოლაპარაკებებისთვის, თუმცა აღნიშნა, რომ ამისთვის ევროპამ უფრო აქტიურად უნდა იმოქმედოს.
აუდიომიმართვაში ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტს „შეშლილი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინს სურს უკრაინაში ყველაფრის დაწვა.
„პუტინს სურს, დაგვიწვას ყველაფერი, რაც გვაქვს, ის შეშლილია და ეს ჩვენი პარტნიორებისთვისაც ცნობილია. ამის მიუხედავად, უკრაინა მზადაა მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპას უფრო აქტიურად მოქმედება მოეთხოვება, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ევროკავშირმა სანქციები ხარვეზების გარეშე უნდა დააწესოს, ხოლო უკრაინის სრული დაფინანსება გარანტირებული გახადოს.