იანვარ-ივნისში 5 391 ნებართვა გაიცა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2026 წლის იანვარ-ივნისში 5 391 ნებართვა გაიცა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.6 პროცენტით ნაკლებია. საუბარია 5 275.7 ათასი კვმ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.
საქსტატის ცნობით, ნებართვების თითქმის სამი მეოთხედი ნაწილი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 49.2 პროცენტი მოდის თბილისზე, 9.2 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე, 7.6 პროცენტი – აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე და 7.3 პროცენტი – კახეთის რეგიონზე.
აღსანიშნავია, რომ 2026 წლის იანვარ-ივნისში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.
უწყების ანგარიშით, 2026 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1 546.2 ათასი კვმ ფართობის 1 459 ობიექტი, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.3 პროცენტით ნაკლებია.
ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ორ მესამედზე მეტი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე, კერძოდ, 31.9 პროცენტი მოდის თბილისზე, 15.1 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 12.1 პროცენტი – კახეთის რეგიონზე და 10.0 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე.