ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ – ახალგაზრდების ცოდნის და უნარების გამოსავლენად
By

ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ – ახალგაზრდების ცოდნის და უნარების გამოსავლენად

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ბეღლეთის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ გაიმართა. ღონისძიების მიზანი ახალგაზრდებში ინტელექტუალური და ანალიტიკური აზროვნების, ცოდნისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარება, ასევე, მათი საგანმანათლებლო და ინტელექტუალურ აქტივობებში ჩართულობის წახალისებაა.

ღონისძიებას ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, მერის მოადგილე ნური გორგაძე, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ბადრი მელაძე, რესურსცენტრის უფროსი რამაზ გელაძე და ხულოს თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

პირველი ადგილი ჯგუფმა „სენტენსმა“ დაისაკუთრა, მეორე ადგილზე „არგონავტები“ გავიდა, ხოლო მესამე ადგილი „ტუნაძეებს“ ერგო. გამარჯვებულ გუნდებს საჩუქრები გადასცეს.

– მსგავსი ღონისძიებები ახალგაზრდებს ცოდნისა და უნარების გამოვლენის შესაძლებლობას აძლევს. მერია მომავალშიც გააგრძელებს ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო და ინტელექტუალური ღონისძიებების მხარდაჭერას, – გვითრხა ვახტანგ ბერიძემ.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • ოქტომბერი 8, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *