ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში
ქედის მუნიციპალიტეტში, შიდა სასოფლო-საუბნო გზების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, სოფელ დანდალოში, ოტოლაძეების უბანში, სანიაღვრე არხისა და ფერდსამაგრი კედლის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ამავე პროგრამის ფარგლებში, რკინა-ბეტონის მილების ჩაწყობის, სანიაღვრე არხისა და ფერდსამაგრი კედლების მოწყობის სამუშაოები აგარაში, აქუცასა და ზენდიდში მიმდინარეობს. მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში კი სოფელ კუჭულაში, ნოდარ ნაკაშიძის სახლის მიმდებარედ, საყრდენ კედელს ააშენებენ. სოფელ დანდალოში დასრულდა წყლის წისქვილის აგება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ქედაში ოთხი წისქვილის მშენებლობა იგეგმება.

ქედის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა თურმანიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძე, მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი გენადი ანანიძე, დანდალოს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი რუსლან ბალაძე, საკრებულოს წევრები ანზორ გოგიაშვილი და ზვიად არძენაძე ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნენ.
თამაზ მგზავრიძე