ირაკლი კობახიძე – ვინარჩუნებთ ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს
By

ირაკლი კობახიძე – ვინარჩუნებთ ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საქართველო ინარჩუნებს ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს.
მისი თქმით, 4 თვის საშუალო მაჩვენებელი არის 8,3 პროცენტი და ბიზნესსექტორის ბრუნვის მასშტაბური ზრდა არის ამ ყველაფრის ლოგიკური გამოხატულება.
„მთავარია, შევუნარჩუნოთ ზრდის ეს ტემპი, ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ თანდათანობით კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და ავამაღლოთ მოსახლეობის კეთილდღეობის ხარისხი. თქვენ იცით, რომ პირდაპირ აისახება ეკონომიკური ზრდა სხვადასხვა მაჩვენებელზე, ეს არის დასაქმების მაჩვენებელი, ეს არის საშუალო ხელფასის მაჩვენებელი, ეს არის სიღარიბის მაჩვენებელი, სადაც გვაქვს ფუნდამენტური ცვლილებები ბოლო 5 წლის განმავლობაში და ბუნებრივია, ბიზნესსექტორის ბრუნვის შემდგომი ზრდა. ეკონომიკის შემდგომი ზრდა კიდევ უფრო მეტად უზრუნველყოფს ეკონომიკის გაძლიერებას და ჩვენი მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას“, – განაცხადა პრემიერმა.

  • No Comments
  • ივნისი 4, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *